Saw 7 & კინოთეტრი რუსთაველი

გუშინ, კერძოდ კი 20.11.2010 სრული ანშლაგი იყო კინოთეატრ რუსთაველში. 10 საათიან სეანსზე არცერთი ბილეთი არ იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ 2 ბილეთი დააბრუნა, გამიმართლა და მოვახერხე სეანსზე დასწრება, თუმცა დიდი სიამოვნება ამითი არ მიმიღია…

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მათთვის ვისაც პირველი სერიები არ უნახავს, მისთვის ნაკლებ საინტერესო იქნებოდა ფილმი. შეიძლება საინტერესოც, რადგან ორიგინალი სერიები არ უნახავთ და უამრავ უსამართლობას ვერ დაინახავდნენ. მსგავსად “გაფუჭებული” სცენარი დიდი ხანია არ მინახავს. საქმე იმაშია, მთელი იდეოლოგია ფილმში გამოხატული იყო ორ ძირითად ასპექტში:

1. მსხვერპლი ყოველთვის დამნაშავე იყო
2. მსხვერპლს ყოველთვის ჰქონდა გადარჩენის შანსი

ამ უკანასკნელ სერიაში კი იმდენი უდანაშაულო მოკლეს, რომ გაოგნებული დავრჩი. სწორედ ამიტომ ბევრს არ მოეწონა, ხოლო ბევრი ჩემსავით უკმაყოფილო დარჩა.   ტრეილერი მაინც მოგანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს სერია ისეთივე კარგია, როგორც სხვა დანარჩენი წინა სერიები. იგივე ამ სერიაში იმდენი სისხლი დაღვარეს, რომ ჯამურად წინა სერიებში არ მინახავს ამდენი სისხლისღვრა. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ფილმი ფინალზე გაიყვანეს, თუმცა ყველაფერი არიეს.  მაგალითად, პირველი სერიის ნახვის შემდეგ როცა თავის დახსნის გასაღები ჰქონდათ და ვერ შეამჩნიეს, ყველა სერიაში ელოდებოდი იმ მომენტს, თუ სად გარგავდა გამოჩერილი მოთამაშე გადარჩენის შანსს. აქ კი შანსი არავის არ ჰქონდა.

რაც შეეხება კინო რუსთაველს, მანდ საერთოდ მასხარაობა იყო და არა სეანსი. ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის აღმოჩნდა, რომ ჩემი სათვალე დაზიანებული იყო და მთელი 3D ეფექტი დაიკარგა. ორი დღის შემდეგაც კი თავი მტკივა სათვალეებისგან. გარდა ამისა, უაზრო კონტროლი ვითომ არ გადაღების მაყურებელთა მხრიდან და ამ დროს უყურებ მათ გამშვებ ოთახს და ლამაზად მოკალათებულია შიგნით ვიდეო კამერა რომელიც იღებს ფილმს🙂 სამწუხაროდ ვერ მოვახერხე რომ გადამეღო სურათი ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ.  აწი ტვინის ტყვნას როცა დაიწყებენ და უაზრო თვალიერებას მეცოდინება სად მივუთითო.

Saw 7 & კინოთეტრი რუსთაველი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s