პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

მაშინ როდესაც, საქართველოს უზარმაზარი ტერიტორია ოკუპირებულია, მაშინ როდესაც უმძიმესი კრიზისია და უამრავი პრობლემა, პარლამენტი არ მუშაობს კონცერტის გამო.  დღეიდან შევეცდები ჩავინიშნო ასეთი მნიშვნელოვანი დღეები.

პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით, პლასიდო დომინგოს ბათუმში, “პიაცაზე” დაგეგმილი კონცერტის გამო პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა აღარ ჩატარდება.

პარლამენტის სპიკერი 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლის ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა, არგუმენტად კი ის გარემოება დაასახელა, რომ “25 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის გამო დეპუტატთა უმეტესობა თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს და შესაბამისად, ქვორუმიც ვერ შეიკრიბება”.

ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპაუტატებმა ერთხმად მიიღეს.

გადადებულია ხვალისათვის ჩანიშნული საპარლამენტო სესიაც. გიორგობის დღესასწაულისა და უქმე დღის გამო დეპუტატები სესიაზე 24 ნოემბერს შეიკრიბებიან.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრებაა დანიშნული. რამდენად უკავშირდება ეს ფაქტი დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას და საპალამენტო სესიის ჩაშლას, უცნობია.

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=2479

პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s