ქელეხი თუ ტაშფანდური?

უხსოვარი დროიდან არ მიყვარს ქელეხი. შეიძლება ითქვას, რომ მეზიზღება. არასოდეს არ მიმაჩნდა ნორმალურად ეს პროცესი. სულ ვფიქრობდი, თუ რატომ მიდიოდა ხალხი “საჭმელად” მას შემდეგ რაც ადამიანს დაკრძალავდნენ.

“ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ.”
“აუცილებლად წამობრძანდით სასაფლაოდან დარბაზში.”
“ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ერთ ჭიქას დაილოცებით ჩვენთან ერთად.” და ა.შ.

მას შემდეგ რაც დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, თითქმის არცერთხელ არ წავსულვარ ქელეხში. არ მესმის როგორ შეიძლება დაკრძალვის შემდეგ წახვიდე და “ჭამო”. არსი იმისა, რომ რომ 1-2 ჭიქა ღვინო დალიო შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი დაემსგავსა უფრო “ღრეობას” ვიდრე სადღეგრძელოს თქმას და დაშლას. ზოგადად მიჩნეულია, რომ აპრიორი ქელეხი უნდა იყოს. ხალხს ცხვენია, თავი მომეჭრება ოჯახზე რას იტყვიან ქელეხი არ გადაუხადაო, არადა მსგავსი ქელეხები საქართველოს ისტორიაში არასოდეს იმართებოდა. ყოველ შემთხვევაში საუბარია იმ ისტორიაზე, რომელიც ჩვენი ნამდვილი წარსულია და არა ის რომელიც გაჩნდა ბოლო 50 წლის მანძილზე. შერცხვენის შიშით გადახდილი ქელეხი იგივეა, მიცვალებული გვერდულად ჩააწვინო კუბოშუ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი წესია.

რამდენჯერ მინახავს ღრეობად ქცეული ქელეხი. მართალია ახალგაზრდებისთვის მსგავსს ერიდებიან, მაგრამ ასაკოვანი ხალხის ქელეხი უმეტესად დროსტარებად იქცევა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გვერდით მჯდომისგან მომისმენია, არ მეყო მოდით წავიდეთ და სადმე დავამატოთ?! WTF?! რა უნდა დაამატო რა არ გეყო?! ვერ ამოივსე მუცელი?! ბევრი ფიქრობს რომ ქელეხი ჩასაძღომი ადგილია სადაც ბოლოში სიმღერაც უნდა დაამატო და მსგავსი რამეც არაერთხელ მომხდარა.  სიმღერას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც დიალოგებია. სიცილი, ხარხარი, ფრაზები, რომლებშიც გამოყვანილია თითქოს ასაკოვანი ადამიანის გარდაცვალება ნაკლები ტრაგედია იყოს.

საერთოდ ჩვენი ტრადიციები ყველა საქები არ არის. ამ ბოლო პერიოდში სადღაც გაგონილი და მოთრეული ტრადიციები იმკვიდრებს თავს. ძირითადად დასავლეთიდან და სოფლებიდან შემორჩენილი, როგორიც არის კარებზე კუბოს მიჯახუნება, სახლში სამჯერ დატრიალება, სკამებზე კუბოს დადება ეზოში და ა.შ.

იგივე ეს თანხა რაც ქელეხში იხარჯება, სავსებით შეიძლებოდა გადაეხადა მიცვალებულის ოჯახს უპატრონოთა თავშესაფრისთვის, სადაც ჯერ კიდევ არიან ცოცხლები და ვისაც უფრო შეერგება ეს ფული. 100 კაციანი ქელეხიც რომ იყოს 20 ლარი მაინც დაჯდება მსგავსი სუფრა. არ ჯობია 100მა ცოცხალმა მშიერმა ჭამოს საჭმელი?

მიაქციეთ ყურადღება ქვემოთ მოცემულ ფოტოს. შეადარეთ მაშინდელი სუფრა დღევანდელს და დაფიქრდით. ღირს კი იმის შიშით, რომ ვინმემ რამე არ თქვას ქელეხის გადახდა? როდის მივა ჩვენი ცნობიერება იქამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას იფიქრებს?

ეს სურათი ინტერნეტში მოვიძიე. გადმოცემით:

1886 წელს ვიტორიო სელას მიერ გადაღებული სურათი ქელეხი სვანეთში
ქელეხი თუ ტაშფანდური?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s