Ms DOS თამაშები ვისაც გენატრებათ

მათ ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ Ms DOS ოპერაციული სისტემა გიჩნდებათ სურვილი ითამაშოთ ძველი თამაშები, თუმცა დღევანდელი ოპერაციული სისტემა არ გაძლევთ ამის საშუალებას გთავაზობთ გადმოიწეროთ და დაიყენოთ პროგრამა DOSBox რომელიც ახდენს ოპერაციული სისტემის სიმულაციას.  რა იმალება სიტყვა სიმულაციის უკან ეს ნაკლებად საინტერესოა, მთავარია რომ საშუალება გეძლევათ ითამაშოთ ძველი თამაშები და ზოგადად გაუშვათ ძველი პროგრამები, რომლებიც მოგენატრათ. მაშ ასე გადმოიწერეთ პროგრამა და გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ბმულები ზოგიერთი ძველი თამაშის გადმოსაწერად და სათამაშოდ.

შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ პროგრამას:
http://www.dosbox.com/wiki/Basic_Setup_and_Installation_of_DosBox

თამაშები თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის 🙂 თუ არ დაგიწუნებენ:
http://www.dosgamesarchive.com/

P.S. ყველა თამაშს უწერია აქვს თუ არა DOSBox_ის მხარდაჭერა.

Advertisements
Ms DOS თამაშები ვისაც გენატრებათ

80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.

რაც არ უნდა მოვინდომო, ასეთ საინტერესო ამბებს ვერ მოვიგონებ და ვერც დავწერ როგორც ბლოგერი.  თუმცა ეს სტატია თვითონ არაფერი. უფრო მომეწონა ნი2-ის ინფორმაცია, რომელიც მერე რუსულადაც ითარგმნა (http://kavkaz.ge/2010/11/24/podrobnosti-lissabonskoj-orgii-%E2%80%93-zameshana-delegaciya-rossii/)

ამიტომ პირდაპირ ვაკოპირებ დღის ამბავს 🙂

ქართველები ლისაბონში, მეძავ–ფართი და გაოცებული სარკოზი

ქართული დელეგაციის ხმაურიანი თავგადასავალი ლისაბონში. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ჩასულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა წვეულებისთვის  მსუბუქი ყოფაქცევის ოთხმოცამდე ქალი დაიქირავეს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე გამოცემამ გამოაქვეყნა. მათ შორის ბრიტანულმა „მორნინგ სთარმა“

მომხდარის შესახებ წერს პორტუგალიური ტაბლოიდი  Correio da Manha. მასალაში, რომლის სათაურია – „საქართველომ ლისაბონში  მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა“- აღნიშნულია, რომ „ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის ჩასული ქართული დელეგაციის წევრები ქალებს შეუთანხმდნენ და სასტუმროში მათთან ერთად მივიდნენ“. Continue reading “80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.”

80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.

პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

მაშინ როდესაც, საქართველოს უზარმაზარი ტერიტორია ოკუპირებულია, მაშინ როდესაც უმძიმესი კრიზისია და უამრავი პრობლემა, პარლამენტი არ მუშაობს კონცერტის გამო.  დღეიდან შევეცდები ჩავინიშნო ასეთი მნიშვნელოვანი დღეები.

პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით, პლასიდო დომინგოს ბათუმში, “პიაცაზე” დაგეგმილი კონცერტის გამო პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა აღარ ჩატარდება.

პარლამენტის სპიკერი 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლის ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა, არგუმენტად კი ის გარემოება დაასახელა, რომ “25 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის გამო დეპუტატთა უმეტესობა თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს და შესაბამისად, ქვორუმიც ვერ შეიკრიბება”.

ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპაუტატებმა ერთხმად მიიღეს.

გადადებულია ხვალისათვის ჩანიშნული საპარლამენტო სესიაც. გიორგობის დღესასწაულისა და უქმე დღის გამო დეპუტატები სესიაზე 24 ნოემბერს შეიკრიბებიან.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრებაა დანიშნული. რამდენად უკავშირდება ეს ფაქტი დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას და საპალამენტო სესიის ჩაშლას, უცნობია.

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=2479

პარლამენტის 26 ნოემბრის პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

Saw 7 & კინოთეტრი რუსთაველი

გუშინ, კერძოდ კი 20.11.2010 სრული ანშლაგი იყო კინოთეატრ რუსთაველში. 10 საათიან სეანსზე არცერთი ბილეთი არ იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ 2 ბილეთი დააბრუნა, გამიმართლა და მოვახერხე სეანსზე დასწრება, თუმცა დიდი სიამოვნება ამითი არ მიმიღია…

Continue reading “Saw 7 & კინოთეტრი რუსთაველი”

Saw 7 & კინოთეტრი რუსთაველი

ქელეხი თუ ტაშფანდური?

უხსოვარი დროიდან არ მიყვარს ქელეხი. შეიძლება ითქვას, რომ მეზიზღება. არასოდეს არ მიმაჩნდა ნორმალურად ეს პროცესი. სულ ვფიქრობდი, თუ რატომ მიდიოდა ხალხი “საჭმელად” მას შემდეგ რაც ადამიანს დაკრძალავდნენ.

“ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ.”
“აუცილებლად წამობრძანდით სასაფლაოდან დარბაზში.”
“ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ერთ ჭიქას დაილოცებით ჩვენთან ერთად.” და ა.შ. Continue reading “ქელეხი თუ ტაშფანდური?”

ქელეხი თუ ტაშფანდური?

იესო და ზომბი

ვიღაც გენიოსამ შეადარა იესო და ზომბი ერთმანეთს, რაღაც ლოგიკა არის თუმცა უსიამოვნო შედარებაა მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა. რა გამოვიდა სურათზე ჩანს გარკვევით.

იესო და ზომბი

ადამიანები და მათი ბუნება

როდესაც დღევანდელი გადასახედიდან ვუყურებ წარსულს მიხარია რომ სწორედ ამ დროს დავიბადე და არა მაშინ, როცა მსგავსი ადამიანები ითვლებოდნენ ექიმებად.  არც ახლა ვარ ჩვენი მედიცინით კმაყოფილი მაგრამ ეს ნამეტანია.

გაეცანით რამოდენიმე საინტერესო სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა ცნობილი დაავადებების წინააღმდეგ:

  1. თმის ცვენა
  2. ბუასილი
  3. პროსტატა


—-

ადამიანები და მათი ბუნება