საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები

იმ დაკვირვების დამტკიცება, რომელზეც აქ ვილაპარაკებ არ შემიძლია, ამიტომ არ ვამტკიცებ რომ აუცილებლად ასეა, თუმცა თუ ასე არ არის მაშინ სულელები ყოფილან და თუ ასეა მყვლეფავები.  ამიტომ ამ ჩანაწერს ზღაპარს დავუძახებ. შეიძლება ითქვას, რომ არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება იმას რაც ხდება საქართველოში და ევროპაში.

აი ზღაპარიც:

კრიზისის შემდეგ  და მანამდეც საქართველოს ეროვნული ბანკი (http://www.nbg.gov.ge/) სხვადასხვა დაწესებულებებიდან იღებს სესხებს, კრომლებიც რეალურად ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემა. განაკვეთი 1.25%-იდან არის და ეს მაჩვენებული წლიურია და არა თვიური, მაშინ, როცა საქართველოში სესხი 15%-იდან არის. როგორც ვიცით ქვეყანა საგარეო ვალებში იხრჩობა და ხალხს მიმართო იმის თხოვნით, რომ უაზროდ აღებული და შემდეგ დახარჯული (შევარდნაძის და სააკაშვილის დროს) ვალები გადაიხადოს გაამწარებს ხალხს. არის სხვა გზაც, როცა ეს ვალები გადასახადებში იდება და სწორედ ამ გზით ხორციელდება თანხის მობილიზაცია მიმდინარე თუ სამომავლო გადახდებისთვის, თუმცა

1. ჩვენს სახელმწიფოში “ყველაზე დაბალი” გადასახადებია და მათი გაზრდა არ იქნება კარგი სვლა მიმდინარე პიარ კამპანიის დროს, ასევე

2. გადასახადების ძირითადი ნაწილი მაინც საბაჟო იმპორტიდან ხორციელდება (ერთ ერთი ძირითადი კომპონენტი ბიუჯეტის) ხოლო სხვა გადასახადებს ხალხი ისედაც არ იხდის, ამიტომ საჭირო იყო მონახულიყო საინტერესო მეთოდი რომლითაც მოხდებოდა საჭირო თანხების მობილიზება.

ასეთი გზა მოიფიქრა ჭკვიანმა ადამიანმა, რომელმაც შემოიტანა წინადადება სახელმწიფოს აეღო სესხები დამატებით ან უკვე აღებული თანხები, რომლებიც  1 და 2 % უღირს მხოლოდ გარდაექმნა ლარში და მაღალ პროცენტში გადაეცა კომერციული ბანკებისთვის (სახელმწიფო მოხელეებმა კარგად იციან, რომ როდესაც მოქალაქეები მიდიან ბანკში სესხის ასაღებად მათ იქ შემოსავლისგან დამოუკიდებლად მაინც აძლევენ კრედიტებს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს განვითარებული ქვეყნებისთვის, უმუშევარი და დაბალშემოსავლიანი ხალხი მაინც ახერხებს აიღოს სესხი და რაც მთავარია გაისტუმროს.

სწორედ ამან მიიყვანა მოხელეები იდეამდე საბანკო სექტორის დახმარებით  ხალხიდან ფული ამოეღოთ  და ამით თავისი ვალები გაესტუმრებინათ. მათ კარგად იციან, რომ საბანკო სექტორში არსებული არაოფიციალური შეთანხმებით საპროცენტო განაკვეთი ხელოვნურად არის აწეული და ახსნილია რეალური თუ არარეალური რისკებით. სინამდვილეში ბანკის მიერ მოზიდული რესურსი გაცილებით იაფია ვიდრე ჩვენ – უბრალო მოკვდავებს გვეუბნებიან.

თითქოს საკმარისი არ იყო პირველი კრიზისი, რომელიც  თავს დაგვატყდა უაზროდ გაცემული და აღებული სესხების შემდეგ როცა მეორე ტიპის სესხები შემოგვტენეს. ვიღაცამ შეიძლება თქვას “თუ არ გინდა რას იტენიდი” მაგრამ მასაზე ზემოქმედების ხერხები ყველამ კარგად ვიცით და იმის მტკიცება რომ დღეს იცხოვრო კარგად და ხვალ გადაიხადო ბევრი ხალხს იზიდავს.  არაფერს ვამბობ ლიბორის ხელახალ გადაანგარიშებაზე, რამაც შესაძლოა ჩვენი 15%-იანი სესხები გაზარდოს მკვეთრად ან თუნდაც მცირედით.

სახელმწიფომ ამ მეთოდით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ერთჯერადი სტიმულირება, როცა კრიზისის შემდეგ ხალხი ხელოვნურად ისევ შესვა ახალ სესხებზე და სხვა ფორმით მიწოდებული იგივე შინაარსის ვალდებულებები დააკისრა მოსახლეობას, ერთდროულად ორი კურდღელი მოკლა.

I. ხელი შეუწყო გაკოტრების პირას მყოფ სექტორებს გაეხანგრძლივებინათ თავიანთი არსებობა. ძირითადად ეს იყო სამშენებლო სექტორი.
II. მიეღო ხალხიდან ის თანხები, რომლებიც დაფარავდა სახელმწიფოს გარე ვალს. ეს გრძელი პროცესია ვალის მოცულობიდან გამომდინარე, თუმცა თუ ამ საქმეს ეროვნული ბანკი სწორად მიუდგება, საკმაოდ დიდი თანხის მობილიზაცია გახდება შესაძლებელი და ამით ქვეყნის ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო რეალურად სხვა გზების არარსებობის დროს სწორადაც მოიქცევა თუ ასე იმოქმედებს, რადგან ვალების გადახდის დრო არც ისე შორს არის და ამისთვის კარგად უნდა მოემზადოს. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება “ხალხიც კმაყოფილი დარჩება და სახელმწიფოც”.

მეორეც მხრივ, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ადამიანები იგივე ბინებს  40 წლიანი ხანგრძლივობით იღებენ და თვეში 70-80 000 ევროს სესხს თვესი მხოლოდ 100 ევროდ ფარავენ ჩვენთვის მაინც მიუღწეველ ოცნებად რჩება. სტაბილურობის არ არსებობა არც აძლევს ადამიანს საშუალებას მშვიდად აიღოს სესხი და სწორედ ის მიიღოს რასაც ზემოთ “დღეს ცხოვრება და ხვალ გადახდა ვუწოდეთ”.

დღეისათვის წარმოებები, რომლებიც დასაქმების ძირითადი გარანტიაა მოსახლეობისთვის ვერ აძლევენ საშუალებას საკუთარ თავს აიღონ დაბალპროცენტიანი სესხები რითიც შეიძენენ მუსაობისთვის საჭირო დანადგარებს, არადა სახელმწიფოს დახმარებიტ მოწყობილობებისთვის გაცემული სესხები, რომლებიც შეიძლებოდა გაცემულიყო ევროპული განაკვეთებით ან მცირედით მეტით საშუალებას მისცემდა მეწარმეებს შეესყიდათ საწარმოო ხაზები და ძალიან ბევრი პროდუქტის წარმოება ადგილობრივად მოეხდინათ ნაცვლად იმპორტისა, რაც თანხის დიდ ნაწილს დატოვებდა საქართველოში.

იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს სწორად გააკეთებენ და თუნდაც სამომხმარებლო სესხებზე შენარჩუნებული მაღალი განაკვეთების მიუხედავად წარმოებისთვის მაინც გასცემენ ნორმალურ სესხებს.

საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები

One thought on “საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s