საბაჟო და სოფლის მეურნეობა

დღეისათვის იმპორტის რეჟიმში ტვირთის მოქცევისას საჭიროა ვეტერინარული ნებართვა, რომელსაც გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვეულებრივ ეს ნორმაა, როდესაც სახელმწიფო ითხოვს ნებართვას პროდუქციის იმპორტზე. საქართველო, თავისი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყენებს ევროკავშირის მიერ აღიარებული ქარხნების სიას რის მიხედვითაც შემოაქვს აკრძალვები.  ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა ექსპორტიორ ქვეყანაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები ინფორმაციის გადამოწმებისთვის, თუმცა “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო” თუ ამ ანდაზას გავიხსენებთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩვენთან, რომ ნაკლებად შევაწუხოთ და დავახრჩოთ იმპორტიორები. კერძოდ, წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი:

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ნებართვას აქვს ვადა, გაცემიდან 30 დღე, რის შემდეგაც საჭიროა ნებართვის განახლება. წარმოვიდგინოთ რამდენიმე ვარიანტი:

1.  ტვირთზე ავიღეთ ნებართვა რომელიც ჩამოვიდა 31 დღეს, რაც იმას ნიშნავს რომ ნებართვა თავიდან უნდა ავიღოთ.
2. ჩამოსული ტვირთი ნაწილობრივ განბაჟდა ნებართვით, ხოლო დანარჩენი დასაწყობდა საბაჟო საწყობში და გარკვეული დროის შემდეგ, მაგალითად 40 დღის შემდეგ განბაჟდა დანარჩენი, ნებართვა თავიდან უნდა ავიღოთ დარჩენილ საქონელზე.

ახლა დავფიქრდეთ, რამდენად საჭიროა საქონელზე მსგავსი ნებართვის განახლება? თუ ის ერთხელ გაიცა რა უნდა შეცვლილიყო მასში ტრანსპორტირების დროს (ჩვენ ვიცით, რომ პროდუქცია იმპორტისას ექვემდებარება ნიმუშის აღებას რის დროსაც მოწმდება მისი ხარისხი მიუხედავად ნებართვისა), რომ საჭირო გახდეს ამ ნებართვის განახლება? ამ დროს იქნმება დამატებითი შეფერხება, როდესაც ნაწილობრივ განბაჟებული ტვირთის ხელახალი განბაჟებისას საჭირო ხდება ნებართვის განახლება.

იმედია  ამ პროცესს ვინმე მიაქცევს ყურადღებას და მსგავსი საჭიროება აღარ იქნება.  არსებობს ასევე ამ ნებართვის გაცემის გამარტივების მეთოდი, რომელზეც მინდა ერთი ჩანაწერი კიდევ გავაკეთო.

საბაჟო და სოფლის მეურნეობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s