მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები

დრო ისე არ გავა, რომ მცირე მოვაჭრეების შესახებ რამე არ გავიგოთ. საუბარია როგორც “გარე მოვაჭრეებზე” ასევე ორგანიზებულ ბაზრობებზე მომუშავე პირებზე, რომლებიც მუდმივად ერთი და იგივეს გაიძახიან, კერძოდ კი: “დაგვიწესეთ ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყოველთვიურად გადავიხდით და შეგვეშვით”. ამ ჩანაწერში არა მხოლოდ ამ თემას შევეცდები შევეხო, არამედ ისიც დავადგინო რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფო და ხალხის ინტერესების ბალანსით, რომ მსგავსი განხილვები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

პირველ რიგში ხსენებულ პრობლემას, კერძოდ კი ფიქსირებულ გადასახადს მივუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩემი პირადი მოსაზრებაც ემთხვეოდა იმ აზრს, რომ ნორმალური იქნებოდა ფიქსირებული გადასახადის არსებობა, თუმცა მოგვიანებით ანალიზის შემდეგ იკვეთება, რომ მსგავსი გადასახადის დაწესება არასწორია, რადგან გადასახადის პირობა რეალიზაციაზე არ არის იმდენად პრობლემა რამდენადაც იმპორტის დროს. საქმე იმაშია, რომ იმპორტის დროს ტვირთები ძირითადად ხელბარდით კვეთს საზღვარს. საბუთები, რომლებიც პროდუქციას მოყვება, კერძოდ კი ინვოისი უმეტესად არ არის არც რეალური ინფორმაციის შემცველი და არც სრულყოფილი ინფორმაციის კუთხით.  ამიტომ საჭირო ხდება, რომ იმპორტის პროცესშიც პროდუქცია შეფასდეს სწორად, სწორად შეფასება სტატისტიკური ინფორმაციით ან/და აფასების მეთოდით უნდა ხორციელდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონით პროდუქციის განბაჟება არარეალურია, რადგან ბრენდირებული პროდუქციის ღირებულება ყოველთვის გაცილებით მაღალია და მისი იგივე ფასში განბაჟება არასწორია.

რა შეიძლება ჩაითვალოს ეტაპობრივ სწორ ნაბიჯად იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს?

ჯერ პასუხი გავცეთ ავტომატურ შეკითხვას თუ რა იგულისხმება ეტაპობრივში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება კანონით, ერთდროულად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ნაწილობრივ ყურადღების მოდუნება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მეორეხარისხოვანია, თუმცა რომელთა გამოსწორების გარეშეც საბოლოო დადებით შედეგს ვერ მივიღებთ.

არსებობს ყველა პრობლემის დასაწყისი და საბოლოო წერტილი. თვითონ მენეჯერი წყვეტს (და ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელე) თუ რომელი ბოლოდან შეუტიოს პრობლემას. ჩემი პირადი მოსაზრებით სწორი იქნება თუ მსგავსი პრობლემის მოგვარება დაიწყება საბაჟო კუთხით. კერძოდ კი უნდა გაკეთდეს შემდეგი მოქმედებები (გლობალური მოდელი კონკრეტიზაციის გარეშე):

  1. უნდა დაწესდეს ვალდებულება, რომ ყველა ექსპორტიორი კომპანია დარეგისტრირდეს ერთიან სისტემაში, რომლის ტვირთის იმპორტის სურვილიც აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
  2. თვითოეული იმპორტიორის მიერ იმპორტირებული საქონელი დეკლარაციიდან ხვდება მისი ელექტრონული ნაშთის ბარათზე სადაც მითითებულია
    1. პროდუქტის საბაჟო კოდი
    2. პროდუქტის დასახელება
    3. იმპორტირებული რაოდენობა
    4. იმპორტის დროს დაფიქსირებული თვითღირებულება
  3. ეს ელექტრონული სისტემა საშუალებას აძლევს მარტივად აწარმოოს ბუღალტერია,  ნაშთის აღრიცხვა და ყოველთვიურად დააფიქსიროს მარტივი დეკლარაციის სახით (ჩვეულებრივ დეკლარაციაზე თანდართული) რა რამდენი გაყიდა, თუმცა მოსახერხებელი იქნება ელექტრონული ფორმით.
  4. საგადასახდო ორგანოს მუშაკი, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით დეკლარირების მეორე დღეს მუდმივ რეჟიმში ამოწმებს ინდივიდუალურ მეწარმეებს და გადადის ერთიდან მეორეზე, სადაც სთხოვს მათ დაასახელონ ინდივიდუალური მეწარმის კოდი. ამ კოდს ის შეიყვანს ეგრეთწოდებულ პოკეტში, სადაც დაინახავს იმპორტირებული საქონლის რაოდენობას და რეალიზებულისას. ამავდროულად შეუძლია მოახდინოს საკონტროლო შესყიდვაც.  წინასწარ ის ითხოვს ნებისმიერი ფორმით აღრიცხულ ჩამონათვალს, სადაც ეწერება თუ რა რამდენი გაყიდა დეკლარირების შემდეგ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იგი ახდენს ნაშთის აღწერას.
  5. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება სხვაობა რეალიზებულ საქონელსა და დეკლარირებულს შორის, თანამშრომელი უწერს ჯარიმას საშუალო სარეალიზაციო ფასით.
  6. დამატებითი დადებითი მხარე ის არის, რომ შემოსავლებისა და საბაჟო სტრუქტურის გაერთიანებით შესაძლებელია გაკონტროლდეს ნაშთები და კონტროლის მექანიზმით მუდმივად დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი საქონლის რეალიზაციას მისი რეალიზაციაში აღიარების გარეშე.

დადებითი მხარეები და პერსპექტივები:

  1. იმ შემთხვევაში თუ რეალიზატორი აცხადებს დეკლარირების მეორე დღეს შემოწმებისას, რომ მის მიერ რეალიზებული იქნა აღმოჩენილი დანაკლისი მიმდინარე დღეს, მაშინ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს შეუძლია ეს დააფიქსიროს სისტემაში და ჩაუთვალოს რეალიზაციაში, რის შემდეგაც ეს პროდუქცია მოხვდება შემდეგი თვის დეკლარაციაში.
  2. რეალიზატორი ყოველთვიური დეკლარაციის შედგენისას აღმოაჩენს, რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია მისთვის მომგებიანია, რადგან გადასახდელი გადასახადის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეუმცირდება თუ მოახდენს ჩათვლას.
  3. აღრიცხვიანობის წარმოებისას, თუ გამოვლინდა გადასახადებისგან გადახდის თავიდან არიდება (საშემოსავლო, მოგების და ა.შ.) ნაშთების კონტროლი დალუქავს ობიექტს.
  4. სისტემას შესაძლებელია მიებას სხვა დადასახადების აღრიცხვა ისევე როგორც საბანკო ანგარიშები, რის შემდეგაც დეკლარირებისას შეიტყობს გადასახადების დასაფარ საჭირო თანხას, ხოლო  X დღეში  ეს თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება ანგარიშიდან.
  5. შესაძლებელი ხდება ფიქსირებული გადასახადის დაწესება მცირე მეწარმისთვის.

უარყოფითი მხარეები და საშიშროებები:

  1. რეალიზაცია ხორციელდება არა მხოლოდ იმპორტირებული საქონლის, არამედ ადგილზე შეძენილის, რის გამოც მოსაფიქრებელია როგორ დაუმატებს ადგილზე შეძენილ საქონელს საქონლად.
  2. მცირე მოვაჭრეები ხშირად არ ინახავენ ერთ ადგილზე “საწყობის ნაშთს” და გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა ადგილებზე, მაგალითად მეორე ჯიხურში ან დიდ საცავში.
  3. ჭირს დეკლარირებისთვის საჭირო ღირებულების დადგენა და ინვოისის სიზუსტის გადამოწმება.
მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s