CT-Park და უსამართლო სიმდიდრე

“Modi Modi Man” ასე ეძახიან უცხოელები საქართველოში ჩვენებურ “სტაიანშჩიკებს”. ეს ადამიანები ისე შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათხოვრობის არსებული ფორმა გარდაქმნეს ნაკლებ მტკინვეულ და ვითომ ლეგალურში. მიუხედავად ამისა თითქმის შეუმჩნევლად ყოველდღიურად გავცემთ 20 დან 50 თეთრამდე თითო გაჩერებისთვის.  მაგრამ იმ ადამიანებმა ვინც იფიქრეს ამ ბიზნესზე და ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ყველა ქუჩაზე მომუშავე მოდი მოდი მენებს ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებიც სულ სხვა სისტემით იწყებენ ხალხის პარსვას.  CT-PARK-ი, როგორც ამბობენ უგულავას ფირმაა. უნდა ვთქვა, რომ არც მე ვიტყოდი უარს ასეთ ბიზნესზე, მითუმეტეს, რომ არაფრისგან მილიონერი ხდები. არაფრიდან იმიტომ ვამბობ, რომ რეალური პარკინგის კომპანია ვალდებულია შექმნას პარკირების ადგილები და ხშირად დახურული, კეთილმოწყობილი, თუმცა  ჩვენი ახალი მოდიმოდიმენები რაც შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ სითიპარკს დაკავებულია მხოლოდ ქუჩებზე საკუთარი ნიშნების მონტაჟით და დახაზვით. მოდით პუნქტებად გავიართო ყველაფერი, ასე უფრო ადვილად მივხვდებით, რომ ამ კომპანიაში არა მხოლოდ კრეტინები მუშაობენ, არამედ მათ საქმიანობას აზრიც არ აქვს.

  1. იქ სადაც პარკირების ადგილია, შემოხაზული სითიპარკის მიერ ასევე დგანან ჩვენებური მოდიმოდიმენები, რომლებიც ვერ გამიგია რატომ იღებენ დამატებით 50 თეთრს მანქანის გაჩერებაში თუ ახლა უკვე 50 ლარი წლიური დგომის გადახდილი გვაქვს მოქალაქეებს. ხშირად ეს მოდიმოდიმენები პირველი დამსმენები არიან, რომ შენი მანქანა გადაიყვანონ საჯარიმო ავტოსადგომზე.
  2. რატომ არ დასრულდა “სტაიანჩიკების” ეპოქა? რატომ დგანან ისინი მიუხედავად იმისა რომ უკვე არსებობს “ცივილიზებული” პარკინგის სისტემა და ვინ აკეთებს ამით დამატებით ფულს?
  3. ამხელა კომპანიას რომელმაც შემოსავლის სახით 2010 წლის 10 თვეში (როგორ ამოვიკითხე) 130 000 X 25 -ზე ეს 3 მილიონზე მეტი ლარია. (ვიცი რომ დიდი ნაწილი მერიაში მიდის თუნდაც 60-70% მაგრამ მაინც კომპანიას რომლის შტატიც არაუმეტეს 100 კაცია  არ მგონია წლიურად მილიონი ლარი არ ეყოს ქუჩების დასახაზად და პერსონალისთვის ხელფასის გადასახდელად.  ახლა კი 50 ლარის შემთხვევაში უკვე ორჯერ მეტ თანხასთან გვაქვს საქმე.  იგივე ოდენობის ხალხის შემთხვევაშიც კი  2 000 000 ლარზე გვაქვს საუბარი. რა გაკეთდა ამ თანხის ღირებულების ქალაქისთვის? ნუთუ საღებავი და ნიშნები ამხელა ფასი ღირს?
  4. ფიქსირებული გადასახადის გაზრდა არ ცვლის საქართველოში არსებულ სიტუაციას. ეს უბრალოდ ფულის შეწერაა არაფერში, რა ფულსაც ეს კომპანია იღებს. ფულის მოთხოვნა იმაში, რომ მანქანას ვაჩერებ იქ სადაც ადრე ვაჩერებდი, ერთი სხვაობით რომ ახლა იქ ამ კომპანიის ლოგოტიპიანი (და ხშირად გრამატიკულად გაუმართავი) და ტექსტური ნიშანია გაკრული სრულიად უსამართლოა.  კომპანია არ აშენებს ავტოსადგომებს, ის უბრალოდ ხაზავს და ამით ავიწროვებს ქუჩებს სხვა არაფერი.
  5. არაპროფესიონალიზმი რომ არა კომპანიის მხრიდან უფრო სწორი იქნებოდა თვითონ ჯარიმების თანხის გაზრდა, რადგან ძნელად საპოვნელია ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანი უნდა ისჯებოდეს არა 10 და 20 არამედ 30 და 40 ლარით. თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა მუდმივი მუშაობა, სულ სიარული და მუშაობა არანაკლებ 100 ადამიანი ყოველდღიურად უამრავ ავტომობილს იპოვნის, რომელიც დასაჯარიმებელია დარღვევის გამო რასაც შეუძლია დღეში მოიტანოს 50 ლარი მანქანიდან და ვერავინ იტყვის თუ რატომ არის ჯარიმა ასეთი დიდი, მაშინ როცა პასუხი მარტივია – არ დაარღვიო და არ დაჯარიმდები.
  6. საიდან გაჩნდა ეს კომპანია საერთოდ? ამდენი დროა უკვე არსებობს და მათი საიტიდან მაქსიმუმ ჯარიმა იპოვნო შენი მანქანის. სხვა ინფორმაცია არაფერი არ არის მოცემული. “პარკირების თანამედროვე სისტემა თბილისში” საამაყო ლოზუნგით მომუშავე კომპანია რომელიც თუ არ ვცდები დიდი ებრაული კომპანიის დაფუძნებულია რომელიც ამ საქმეში უძლიერესია, თუმცა არც საიტი არ უვარგათ, სადაც არაფერი არ წერია საერთოდ უკვე 1 წელია, არც რაიმეა ნათქვამი მათ დამფუძნებელზე და საერთოდ ეს კომპანია ისე მუშაობს გეგონება სულაც არ მუშაობს.  ხოლო სპეციალურად დაცული ავტოსადგომებიდან არის მხოლოდ ერთი, რომელიც განკუთვნილია “მოპარული” მანქანების შესანახად, სანამ მისი პატრონი მიაკითხავს და გამოისყიდის 50 ლარად.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ არაფრიზგან ბიზნესის კეთება ჩვენც გვიყვარს. ყოველგვარი ინვეტიციის გარეშე, როდესაც ამ კონპანიას არაფერი გაუკეთებია თავისი ხარჯით და ისევ ჩვენი ფულებით აკეთებენ რასაც აკეთებენ იმის გათვალისწინებით რომ ჯერ ჯერობით ღირებული არაფერი შეუქმნიათ. თუ ვინმე დაინტერესდება და შეისწავლის ამ კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებს აღმოაჩენს, რომ პირველი 50 – ან მაქსიმუმ 100 000 ლარის შემდეგ კომპანიას ხარჯი არ გაუწევია და მხოლოდ ხალხის ჯიბიდან მიღებულ ფულებს ხარჯავს.

თუ ვინმეს შეგიძლიათ მეც გამაკეთებინეთ მსგავსი ბიზნესი. დამიჯერეთ მე უკეთესად გავაკეთებ. თან სახელმწიფო დონის აფიორაც არ იქნება და მოსადავებელიც არაფერი იქნება დროის გასვლის შემდეგ.

CT-Park და უსამართლო სიმდიდრე

3 thoughts on “CT-Park და უსამართლო სიმდიდრე

  1. alva says:

    სადღაა ჩემო გელა მოქკავშირი?🙂
    ისე კი იმის გათვალისწინებით რომ ყოველი მეოთხე ნასამართლევია და ზოგი მათგანი უკვე მეორედ და მესამედ იხდის სასჯელს, ძალიან უხერხული ხდება როცა მე ჯერ ერთხელაც არ გავუსკვანჩივარ ჯერ🙂

    უი მართლა ბატონო გელა. ჩემს ბლოგზე თქვენი კომენტარი სულ პირველია და მინდა გკითხოთ, Facebook Connect მუშაობს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s