ოპერაციების მენეჯმენტი – პროცედურების გამარტივება

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გასცემს ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ ნებართვებს (შესაძლოა გასცემდეს სხვა ნებართვებსაც, თუმცა ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარე მე მხოლოდ ამ ორთან მქონდა შეხება). ეს ნებართვები გაიცემა დოკუმენტის სახით, რომლის მისაღებად უნდა წარადგინოთ მოთხოვნის წერილი და დანართები (მომწოდებლის ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო/ვეტერინარული დოკუმენტი).

რეალობაა, რომ საქართველოში არსებული სახელმწიფო სტრუქტურები, არასოდეს ყოფილან ასე ინფორმირებული და ძლიერი როგორც დღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია და სტრუქტურებს შორის ურთიერთობაც დალაგებულია თითქმის სრულყოფილად.


საოპერაციო მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის კარგი იქნება თუ გაკეთდება შემდეგი სახის მომსახურება:

მომხმარებლები ინტერნეტის მეშვეობით აწვდიან შესაბამის სამსახურს დოკუმენტაციას, განცხადებას, მომსახურების გადახდის დამადასტურებელ ინფორმაციას და თანმხლებ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური ახდენს ყველაფრის გადამოწმებას და გასცემს ასევე ელექტრონული ფორმით ნებართვას. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ეს ფორმა მარტივად საიტიდან ამობეჭდვით. ნებართვის ნომერი ფიქსირდება საბაჟო იმპორტ/ექსპორტის სისტემაშიც რის შემდეგაც სასაზღვრო კონტროლი ახდენს ტვირთის დაშვებას საქართველოს საზღვარზე ისევე როგორც განბაჟებისას  მებაჟე ნომრით ნახულობს ნებართვას.  ასევე საზღვარზეც არ არის საჭირო დოკუმენტების მიწოდება (თბილისიდან ფოთში მაგალითად)

შედეგი?

დადებითი შედეგი:

  1. მცირდება დრო დოკუმენტების მომზადებისთვის.
  2. ქრება საჭიროება დოკუმენტების მიწოდებისთვის საბაჟოზე.
  3. დამხმარე სამუშაოები ელექტრონული დეკლარირებისთვის (ამის გარეშე მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას არ აქვს არავითარი აზრი).
  4. ნებადართული ქარხნების სიის არსებობისას, ნებართვის მოთხოვნისას ამ ფორმით ავტომატურად ჩნდება შესაძლებელია თუ ქვეყნიდან/ქარხნიდან პროდუქციის იმპორტი.
  5. აღარ არის საჭირო დამატებითი თუნდაც საკანცელარიო საქონლის შეძენა.
  6. თანამედროვე შტრიხკოდების სისტემის დანერგვა, რითიც საბუთის აღიარება მოხდება დაჩქარებულ რეჟიმში.
  7. თანამშრომელი რომელიც ყოველდღიურად პასუხობს შეკითხვებს და ანახლებს ნებადართული ქარხნების ნუსხას.

უარყოფითი:

ამ ეტაპზე უარყოფითი შედეგი არ იკვეთება

თანამშრომლობა:

  1. შემოსავლებისა და საბაჟო სამსახური

დანახარჯები:

  1. ტექნიკური ინფრასტრუქტურა: 10 000 ლარი
  2. პროგრამული სამუშაოები: 5000 ლარი
  3. სხვა დანახარჯები: 0 ლარი
  4. თანამშრომელი: 600 თვეში

ამდენი რეფორმის ფონზე ვფიქრობ აქაც უნდა შეიცვალოს რამე უკეთესობისკენ და ეს საკმაოდ კარგი ნაბიჯი იქნება რომლის შესრულებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

ოპერაციების მენეჯმენტი – პროცედურების გამარტივება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s