ანდრია ურუშაძე – არაპროფესიონალი

თითქოს ყველანი შევეჩიეთ იმას, რომ ძირითადად გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები საქართველოში პროფესიონალიზმის ნაკლებობას განიცდიან. ჩემი გადმოსახედიდან ამის მიზეზი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებია, რის გამოც ყველაფერი ერთ ადამიანზეა ჩამოკოდული. ერთის მხრივ, თუ პასუხისმგებლობაც მისია თითქოს არაფერი, შეცდომებზე პასუხისმგებელიც ის არის, მაგრამ ეს ხმოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულები არ არსებობენ. ჩვენი კეთილი მინისტრის შემთხვევაში, როგორიც ანდრია ურუშაძეა ეს ასე არ არის და ვერც იქნება.

ჩემს ერთ ჩანაწერში უკვე მქონდა საუბარი არაპროფესიონალიზმზე და მომავალში გახედვის პრობლემებზე რაც ახასიათებთ ადამიანებს. ასეთი იყო სტატია “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები”, სადაც პიროვნებებზე არ გამიკეთებია აქცენტი ერთი მარტივი მიზეზით, არ ვიცოდი ვინ იყო უშუალოდ იდეის ავტორი, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეის ავტორი სახეზეა.

 ანდრია ურუშაძესაქმე ეხება მის იდეას, რომელიც უკვე რეალობად აქცია, კერძოდ კი წამლების რეცეფტით გაცემას. მე არ გავამახვილებდი ამ საკითხზე ყურადღებას რომ არა დისკუსია და გამოკითხვები ამ საკითხისადმი. საქმე იმაშია, რომ წამლები, რომლებიც მაგალითად ფსიქოტროპული დანიშნულებისაა წარმოუდგენელია თავისუფალ გაყიდვაში იყოს სავსებით გასაგები მიზეზით, თუმცა სხვა ნებისმიერი წამალი უნდა იყიდებოდეს თავისუფლად.  მოდით პირდაპირ შევხედოთ ამ გადაწყვეტილების უარყოფით მხარეებს:

1. მე როგორც მოქალაქეს უფლება მინდა მქონდეს ვიყიდო ნებისმიერი წამალი გარდა კანონით აკრძალულისა იმდენი რამდენიც მინდა და მაშინ როცა მინდა. მიუხედავად იმისა გამოვიყენებ ამ წამალს თუ არ გამოვიყენებ. ჩემი სურვილისამებრ თუ მინდა სულ გადავყრი.

2. ყოველი მსგავსი წამლის მისაღებად უნდა წავიდე ექიმთან და ჩავეწერო მიღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა დროისა რომელიც დამეხარჯება, ასევე უნდა გავწიო ხარჯი – ექიმის კონსულტაციის, რაც დაჯდება არანაკლებ 5 ლარისა და სავარაუდოდ 10 ლარი.

გამოდის,  რომ 5 ლარიანი წამლის საყიდლად უნდა გადავიხადო 5 + X ლარი და ვერ ვხვდები ამის აზრს. რა საჭიროა გადამახდევინო მეტი იმაში რაც არ საჭიროებს დამატებით ჩარევას?

ჯერ არ ვიცით რა არის სინამდვილეში ჩადებული ამ ამბის უკან, თუმცა ნათელია რომ უბრალოდ  ასეთი სისულელე ან შტერ კაცს მოუვა თავში ან ბოროტი განზრახვის მქონეს. რადგან მე არ ვიცი ამ ადამაინის გონებრივი შესაძლებლობები ვფიქრობ საქმე რეალურად ბოროტ განზრახვაშია და კერძოდ:

ჩემი მოსაზრებით საქმე ეხება პოლიკლინიკებში შემოსავლის მიღების საჭიროებას. ზოგადად ყველა დაწესებულებამ მოიგონა დამატებითი შემოსავლის ხერხები, მაგალითად პოლიციამ საბუთების დაჩქარებულ რეჟიმში ასაღებად დამატებითი გადასახადი, იგივე სამოქალაქო და საჯარო რეესტრმა საბუთების აღების თანხა გაზარდა ზოგჯერ 2ჯერაც და ჯამრთელობის სამინისტრომ ვერაფერი მოიგონა აქამდე და აი მოვიდა გენიოსიც, რომელმაც შემოიტანა წინადადება რომ წამლის გამოწერისთვის პოლიკლინიკას მივაკითხოთ, რომელსაც გადავუხდით ფულს და ეს ფული საბოლოოდ მოხვდება ბიუჯეტში. შესაძლოა რეცეფტის დოკუმენტიც ფასიანი გახდეს პოლიკლინიკებისთვის რადგან ამ ფორმებს უფასოდ არავინ დაბეჭდავს და დაარიგებს.

საბოლოოდ ერთი კითხვა ჩნდება: ყველა ასეთი იდიოტია თუ უბრალოდ თავს გვაჩნებენ? მემგონი ჩვენი მიშა მართალია როცა მინისტრებს სასწავლებლად უშვებს.

ანდრია ურუშაძე – არაპროფესიონალი

2 thoughts on “ანდრია ურუშაძე – არაპროფესიონალი

  1. რეცეპტებთან დაკავშირებით ამ მისამართზე არის მინისტრის კომენტარი:
    http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=11-10-2010%2015:04

    ან აზრი შეიცვალა ან არასწორად გააშუქეს,
    თითონვე ამბობს, რომ ყველა წამალზე რეცეპტები არ იქნება საჭირო

  2. BTW მე მესიმპათიურება ეს ტიპი.
    ისე ლადო გურგენიძეც მესიმპათიურებოდა მაგრამ როცა დასჭირდათ დანიშნეს პრემიერად, რაც უნდოდათ ის ალაპარაკეს და მოხსნეს …🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s