საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები

იმ დაკვირვების დამტკიცება, რომელზეც აქ ვილაპარაკებ არ შემიძლია, ამიტომ არ ვამტკიცებ რომ აუცილებლად ასეა, თუმცა თუ ასე არ არის მაშინ სულელები ყოფილან და თუ ასეა მყვლეფავები.  ამიტომ ამ ჩანაწერს ზღაპარს დავუძახებ. შეიძლება ითქვას, რომ არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება იმას რაც ხდება საქართველოში და ევროპაში.

აი ზღაპარიც:

Continue reading “საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები”

საპარსი: ეროვნული და კომერციული ბანკები

საბაჟო და სოფლის მეურნეობა

დღეისათვის იმპორტის რეჟიმში ტვირთის მოქცევისას საჭიროა ვეტერინარული ნებართვა, რომელსაც გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვეულებრივ ეს ნორმაა, როდესაც სახელმწიფო ითხოვს ნებართვას პროდუქციის იმპორტზე. საქართველო, თავისი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყენებს ევროკავშირის მიერ აღიარებული ქარხნების სიას რის მიხედვითაც შემოაქვს აკრძალვები.  ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა ექსპორტიორ ქვეყანაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები ინფორმაციის გადამოწმებისთვის, თუმცა “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო” თუ ამ ანდაზას გავიხსენებთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩვენთან, რომ ნაკლებად შევაწუხოთ და დავახრჩოთ იმპორტიორები. კერძოდ, წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი: Continue reading “საბაჟო და სოფლის მეურნეობა”

საბაჟო და სოფლის მეურნეობა

კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში

მას შემდეგ რაც ინტერნეტთან დავიწყე ურთიერთობა სულ მომყვება დარდად ის, რომ ქსელი გატენილია პორნოგრაფიის, თუმცა განსაკუთრებით მტკინვეული ეს მას შემდეგ გახდა, რაც ქართველებმაც შეუბერეს ამ მიმართულებით. თუ უცხოური საიტები შედარებით დახურულია, ქართული პორნოგრაფიული შინაარსის საიტები ძირითადად წარმოუდგენლად გარყვნილია. ასეა თუ ისე, უცხოური საიტები მაინც ცდილობს იყოს ნორმის ფარგლებში, თუმცა  ჩვენთან ყველა საშინელება რაც კი შეიძლება წარმოიდგინო წარმოდგენილია ღიად. იმაზე არაფერს ვამბობ რომ გარყვნილების მოთხოვნა ჩვეულებრივი მოვლენაა მომხმარებლების მხრიდან: ადმინ დადევი ოჯახური, და-ძმა, ცხენებთან რომ არიან, პატარა გოგოები და ა.შ. ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ მინდა, თუმცა კიდევ ერთი საშინელება ის არის, რომ იგივე .ge დომენში განთავსებული საიტები ფუნქციონირებს და არ იბლოკება. ალბათ დრო მოვიდა (თუ არ დაგვიანდა უკვე), რომ ქართულმა დომენების რეგისტრატორმა გააუქმოს რეგისტრაცია ისეთ დომენებზე, როგორებიც არის: brazzers.ge, xnx.ge, men.ge, mza.ge, mome.ge და სხვა მრავალი.   დაუჯერებელი იქნება მათი მხრიდან იმის მოსმენა, რომ არ იციან თუ რომელ დომენებზეა განთავსებული პორნო საიტები, რადგან საკმარისია საძიებო სისტემას სწორად მოსთხოვო და მიიღებ თითქმის სრულ სიას მსგავსი საიტების.

საკმაოდ დიდი დროის წინ ბლოგერმა როკო-მ თავის ბლოგში ნაწილობრივ იუმორისტული კუთხით წარმოადგინა ჩანაწერი სახელწოდებით The Best Of: Georgian Porn Providers რომლის გაცნობასაც ასევე გირჩევთ. აქვე წარმოგიდგენთ პატარა ამონარიდებს მისი ჩანაწერიდან: Continue reading “კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში”

კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში

მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები

დრო ისე არ გავა, რომ მცირე მოვაჭრეების შესახებ რამე არ გავიგოთ. საუბარია როგორც “გარე მოვაჭრეებზე” ასევე ორგანიზებულ ბაზრობებზე მომუშავე პირებზე, რომლებიც მუდმივად ერთი და იგივეს გაიძახიან, კერძოდ კი: “დაგვიწესეთ ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყოველთვიურად გადავიხდით და შეგვეშვით”. ამ ჩანაწერში არა მხოლოდ ამ თემას შევეცდები შევეხო, არამედ ისიც დავადგინო რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფო და ხალხის ინტერესების ბალანსით, რომ მსგავსი განხილვები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

პირველ რიგში ხსენებულ პრობლემას, კერძოდ კი ფიქსირებულ გადასახადს მივუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩემი პირადი მოსაზრებაც ემთხვეოდა იმ აზრს, რომ ნორმალური იქნებოდა ფიქსირებული გადასახადის არსებობა, თუმცა მოგვიანებით ანალიზის შემდეგ იკვეთება, რომ მსგავსი გადასახადის დაწესება არასწორია, რადგან გადასახადის პირობა რეალიზაციაზე არ არის იმდენად პრობლემა რამდენადაც იმპორტის დროს. საქმე იმაშია, რომ იმპორტის დროს ტვირთები ძირითადად ხელბარდით კვეთს საზღვარს. საბუთები, რომლებიც პროდუქციას მოყვება, კერძოდ კი ინვოისი უმეტესად არ არის არც რეალური ინფორმაციის შემცველი და არც სრულყოფილი ინფორმაციის კუთხით.  ამიტომ საჭირო ხდება, რომ იმპორტის პროცესშიც პროდუქცია შეფასდეს სწორად, სწორად შეფასება სტატისტიკური ინფორმაციით ან/და აფასების მეთოდით უნდა ხორციელდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონით პროდუქციის განბაჟება არარეალურია, რადგან ბრენდირებული პროდუქციის ღირებულება ყოველთვის გაცილებით მაღალია და მისი იგივე ფასში განბაჟება არასწორია. Continue reading “მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები”

მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები

CT-Park და უსამართლო სიმდიდრე

“Modi Modi Man” ასე ეძახიან უცხოელები საქართველოში ჩვენებურ “სტაიანშჩიკებს”. ეს ადამიანები ისე შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათხოვრობის არსებული ფორმა გარდაქმნეს ნაკლებ მტკინვეულ და ვითომ ლეგალურში. მიუხედავად ამისა თითქმის შეუმჩნევლად ყოველდღიურად გავცემთ 20 დან 50 თეთრამდე თითო გაჩერებისთვის.  მაგრამ იმ ადამიანებმა ვინც იფიქრეს ამ ბიზნესზე და ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ყველა ქუჩაზე მომუშავე მოდი მოდი მენებს ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებიც სულ სხვა სისტემით იწყებენ ხალხის პარსვას.  CT-PARK-ი, როგორც ამბობენ უგულავას ფირმაა. უნდა ვთქვა, რომ არც მე ვიტყოდი უარს ასეთ ბიზნესზე, მითუმეტეს, რომ არაფრისგან მილიონერი ხდები. არაფრიდან იმიტომ ვამბობ, რომ რეალური პარკინგის კომპანია ვალდებულია შექმნას პარკირების ადგილები და ხშირად დახურული, კეთილმოწყობილი, თუმცა  ჩვენი ახალი მოდიმოდიმენები რაც შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ სითიპარკს დაკავებულია მხოლოდ ქუჩებზე საკუთარი ნიშნების მონტაჟით და დახაზვით. მოდით პუნქტებად გავიართო ყველაფერი, ასე უფრო ადვილად მივხვდებით, რომ ამ კომპანიაში არა მხოლოდ კრეტინები მუშაობენ, არამედ მათ საქმიანობას აზრიც არ აქვს. Continue reading “CT-Park და უსამართლო სიმდიდრე”

CT-Park და უსამართლო სიმდიდრე

Rovio რობოტი

ვფიქრობდი რა ნივთი მესიამოვნებოდა რომ მქონოდა. ადამიანი ხომ ძირითადად ნივთის მონაა და აი სწორედ ახალი წიგნების მიღების შემდეგ დღეს თავიდნა გადავხედე ინტერნეტს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო აგერ ყველაფერი და თუ ვინმეს რამე გინდათ მაჩუქეთ:

სიაში პირველი ადგილი უკავია პორტატულ რობოტს.

1.  Rovio – WiFi Roaming Bot  – აი ეს მინდა. 200$

Rovio რობოტი

ოპერაციების მენეჯმენტი – პროცედურების გამარტივება

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გასცემს ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ ნებართვებს (შესაძლოა გასცემდეს სხვა ნებართვებსაც, თუმცა ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარე მე მხოლოდ ამ ორთან მქონდა შეხება). ეს ნებართვები გაიცემა დოკუმენტის სახით, რომლის მისაღებად უნდა წარადგინოთ მოთხოვნის წერილი და დანართები (მომწოდებლის ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო/ვეტერინარული დოკუმენტი).

რეალობაა, რომ საქართველოში არსებული სახელმწიფო სტრუქტურები, არასოდეს ყოფილან ასე ინფორმირებული და ძლიერი როგორც დღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია და სტრუქტურებს შორის ურთიერთობაც დალაგებულია თითქმის სრულყოფილად.


Continue reading “ოპერაციების მენეჯმენტი – პროცედურების გამარტივება”

ოპერაციების მენეჯმენტი – პროცედურების გამარტივება