გამარტივებული საბაჟო დეკლარირება

მიუხედავად წლების მანძილზე საბაჟო დეკლარირების პროცესის გამარტივების მცდელობისა, მაინც ვაწყდებით კონკრეტულ სირთულეებს. გარდა თანამშრომლების არაკომპეტენტურობისა ძირითადი პრობლემა მაინც რჩება გაფორმების პროცედურის ჩატარების დრო.

ერთ-ერთი გამოსავალი ამ დროს არის წინასწარი დეკლარირება. კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ტვირთების ტერმინალში შეყვანა და შემდეგ გადამისამართება საკუთარ საწყობებში. წინასწარი დეკლარირება საშუალებას იძლევა საქონელზე გაწეული ხარჯები იყოს უფრო მცირე ვიდრე მიმდინარე შემთხვევაში და ამავდროულად უფრო ეფექტური და მომგებიანი იმპორტიორისთვის.

იმისათვის, რომ წინასწარი დეკლარირებით შესაძლებელი გახდეს ტვირთის მიღება, საჭიროა, რომ იმპორტიორის წარმომადგენელს და ამ შემთვევაში დეკლარანტს საშუალება ჰქონდეს დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს პროდუქტის ინვოისი და სპეციფიკაცია ელექტრონული ფორმით. ასვეე პროდუქტზე გაწეული ტრანსპორტირების, საბაჟო ვალდებულებების გასტუმრების (მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, დღგ, აქციზი) და სხვა დოკუმენტები საჭიროებისამებრ. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ტვირთს ახლავს ძირითადი ორიგინალი დოკუმენტები, მიმღებმა და ამ შემთხვევაში იმპორტიორმა უნდა შეძლოს ტვირთი პირდაპირ თავისთან მიიღოს, თუმცა არ მოახდინოს საბაჟო ლუქის მოხსნა, მანამ, სანამ არ მოხდებს საბაჟო სამსახურისთვის მიწოდებული დოკუმენტების ავტორიზაცია. ავტორიზაციის შემდეგ იმპორტიორი შეძლებს ლუქის ახსნას და ტვირთის მიღებას, ხოლო ორიგინალი დოკუმენტები უნდა წარადგინოს შესაბამის რეგიონალურ ცენტრში არაუგვიანეს 2 დღისა ტვირთის ავტორიზაციიდან. გაფორმების სამსახური, 5 დღის მანძილზე გაამზადებს დეკლარაციას და გადასცემს იმპორტიორს. ამ შემთხვევაში აცილებული იქნება თავიდან ყველა სახის დაბრკოლებები, მათ შორის რიგები და გაფორმების ლოდინი.

იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციისას აღმოჩენილია რაიმე სახის შეცდომა, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი მოახდენს ან დამატებითი საბუთების მოთხოვნას, ან ტვირთის დათვალიერებას მის ავტორიზაციამდე.

იმპორტიორი კმაყოფილია მსგავსი მომსახურებით, რადგან მას სულ ცოტა არ უწევს სატერმინალო, საავტომობილო და ა.შ. დამატებითი გადასახადების გაწევა.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კანონით, ქალაქებში სატრანზიტო მოძრაობა აკრძალულია. უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიცია დაადგენს, არის თუ არა ეს ტვირთი უკვე წინასწარ დეკლარირებაზე (ავტორიზაციაზე) წარდგენილი და არ დაუშლის მას ქალაქში შესვლას იმპორტიორის საწყობში მოსახვედრად.

იგივე პროცედურა ძალიან ამარტივებს  ეგრეთწოდებული გადამისამართების პროცეს, როდესაც შემოსული ტვირთი განბაჟების ნაცვლად ხვდება დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ტვირთის ჯერ საბაჟო ტერმინალში შესვლა, ხოლო მოგვიანებით მისი გადამისამართება შესაბამის სასაწყობო ტერიტორიაზე, არამედ მსგავსად რეგისტრირებული ტვირთი ავტომატურად დაიცლება საბოლოო წერტილში, რაც იმპორტიორს ასევე აცილებს დამატებით გადასახადებს.

გამარტივებული საბაჟო დეკლარირება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s