Free Hugs – უფასო ჩახუტება!

კამპანია უფასო ჩახუტება სოციალური მოძრაობაა რომელიც წამოიწყო ჯუან მანნ-მა (ფსევდონიმი). კამპანია პოპულარული გახდა 2006 წელს Youtube-ზე განთავსებული ვიდეოს (Free Hugs Video) შემდეგ.  ვიდეო 60 000 000 ნახეს.  დღესაც ჩვენთან ადამიანებს ძალიან უჭირთ გრძნობის გამოხატვა და მათთვის ჩახუტებაც კი დიდი ძალისხმევით არის მისაღწევი. თვითონ ავტორი იხსენებს როგორ დაიწყო ყველაფერი:

(სრულყოფილი ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძრაობის გვერდზე)

“ლონდონში ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი სიდნეიში. რაც მქონდა იყო ტანსაცმლით სავსე ჩანთა და სავსე პრობლემები. არავინ იყო ვისაც უხაროდა ჩემი დაბრუნება, არსად შემეძლო დარეკვა და შეიძლება ითქვას ტურისტი ვიყავი საკუთარ ქალაქში. ჩამომსვლელთა ტერმინალში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ხვდებოდნენ და ეხუტებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, მინდოდა რომ ვინმე ჩემს შესახვედრადაც ყოფილიყო იქ, გაეღიმა ჩემთვის და ჩამხუტებოდა.

ამ დროს ავიღე ქაღალდი, მარკერი და გავუკეთე წარწერა. გავედი ყველაზე დაკავებულ უბანში ჩემი ქაღალდით რომელზეც ორივე მხრიდან ეწერა უფასო ჩახუტება და დავდექი. დაახლოებით 15 წუთში მომიახლოვდა ადამიანი, დამადო ხელი მხარზე და დამიწყო იმის მოყოლა თუ რა მძიმე იყო მისი ცხოვრება. როგორ დაკარგა შვილი ავტოკატასტროფის შედეგად, როგორ მარტოსულად გრძნობდა თავს დროდადრო და როგორი მძიმე იყო მისი ცხოვრება.

მოვიყარე ერთი მუხლი მის წინაშე, შემოვხვიეთ ერთმანეთს ხელები და ჩავეხუტეთ. ის იღიმებოდა.

ყველას გვაქვს პრობლემები და უდაოა რომ ჩემი პრობლემები მის პრობლემებთან ვერც მივიდოდა, მაგრამ როდესაც ხედავ ტანჯულ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც იღიმება, ეს ყველა გრძნობაზე მეტია. ”

საქართველოში არსებობს პატივისცემის დღე, რომელმაც ვერ მოიპოვა პოპულარობა, არაოფიციალური პატივისცემის დღე თუ დაინტერესდებით გაეცანით. პატივისცემის  გვერდი პირწიგნაკზე.

Free Hugs – უფასო ჩახუტება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s