არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

მაქსიმალურად მოკლედ რომ ვისაუბროთ, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება, კერძოდ კი საუბარია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომლის კონკურენტული წინადადებების  არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდება.  სახელმწიფომ საავადმყოფოების ფასადური რემონტის და რეაბილიტაციის სამუშაოების შემდეგ, რომლის სამწუხარო მაგალითია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიიჩნია, რომ მათ მიერ დახარჯული ენერგია და ფულადი სახსრები არ იქნებოდა საკმარისი საავადმყოფოების მისახედად, ამიტომ მათი გაყიდვა დაისახა მიზნად. ჭკვიანი ბიზნესმენი, როგორიც მაგალითად   ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძეა მყისიერად მიხვდებოდა თუ რა უპირატესობა შეიძლება მოიპოვო, როდესაც შენს ხელში ხვდება მთლიანი ჯაჭვი და არა მხოლოდ რამდენიმე რგოლი.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო ცდილობს მოიშოროს ტვირთად დაწოლილი საავადმყოფოები, არაერთხელ პიარისთვის გამოყენებული თავისი პომპეზური გახნის ცერემონიალებით (თან ერთი და იგივე საავადმყოფოს გახსნა რამდენჯერმე), არავინ არ უფიქრდება თუ ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ეს დაწესებულებები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.

კომპანია, რომელიც ფლობს სრულ ჯაჭვს, ანუ ახდენს მედიკამენტების დამზადებას და იმპორტს, ფლობს საავადმყოფოებს და ახლა უკვე სადაზღვევო კომპანიას – სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ხდება ბაზარზე მონოპოლისტი, რომელსაც საშუალება აქვს მართოს სიტუაცია, რაც დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, როდესაც ხდებოდა ყველაფრის გასხვისება არავის უფიქრია თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსგავს ქმედებას.

როგორც ჩანს საქართველოს მთავრობაში ჭადრაკი არავის არ უთამაშია, ზოგიერთ მინისტრზე ერთხელ და თუნდაც მრავალჯერ შეხედვით  ძნელი წარმოსადგენი არც არის, რადგან ბევრი მათგანი ისეთ პერიოდში იზრდებოდა, როცა ეგრეთწოდებული Counter Strick  უფრო პოპულარულია ვიდრე ჭადრაკი, თამაში რომელიც ადამიანში ანვითარებს უნარს რამდენიმე ნაბიჯით წინ გაიხედოს.

გამომდინარე მთავრობის შესაძლებლობებიდან, მოლოდინი, რომ მან ჩარევით გაყოს მსგავსი ბუმბერაზი კომპანიები წარმოუდგენელია. ამიტომ უახლოეს მომავალში, თუ სხვა სადაზღვევო კომპანიები არ მოიმოქმედებენ იგივეს, რეალურად ყველა ფარმაცევტული კომპანია გაიმეორებს ავერსის ნაბიჯს (არც არის გასაკვირი, ისინი ხომ ერთმანეთის ნაბიჯებს ფოტო ასლებივით იმეორებენ) და ყველა სადაზღვევო კომპანია აღმოჩნდება სავალალო მდგომარეობაში. მათთვის გაძვირდება როგორც მედიკამენტები, ასევე სამედიცინო მომსახურების ღირებულება.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ იმ დროს როდესაც სადაზღვევო კომპანია “ალფა” მასიურად აგროვებს კლიენტებს, მისი კონკურენტები არ ჩქარობენ რაიმე სახის საწინააღმდეგო ქმედებების მომზადებას. ესეც თავისთავად მიუთითებს სტრატეგიული მენეჯმენტის დონეს კერძო კომპანიებში და ზოგადად მენეჯმენტის დონეზე საქართველოში.

მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ კურტანიძის მოქმედება ცუდია ბიზნესის კუთხით, პირიქით მან ძალიან კარგი სვლა გააკეთა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რიცხვები და ფინანსური მაჩვენებლები ამ ნაბიჯის, ვფიქრობ, რომ როგორც “First mover advantage”  პროექტი გაამართლებს, და მე თვითონ ზუსტად იგივეს მოვიმოქმედებდი, უბრალოდ საბოლოოდ დაზარალებული აღმოჩნდება ხალხი, რომელიც ისევ და ისევ მიუვარდება მთავრობას და დაიწყებს მის ლანძღვას.

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, რას იზამს მთავრობა და სადაზღვევო კომპანიები, თორემ სხვა ფარმაცევტული კომპანიები რათქმაუნდა გაიმეორებენ ავერსის მიერ დაწყებულს.

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

One thought on “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

  1. […] ადამიანებს. ასეთი იყო სტატია “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები”, სადაც პიროვნებებზე არ […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s