გამარტივებული საბაჟო დეკლარირება

მიუხედავად წლების მანძილზე საბაჟო დეკლარირების პროცესის გამარტივების მცდელობისა, მაინც ვაწყდებით კონკრეტულ სირთულეებს. გარდა თანამშრომლების არაკომპეტენტურობისა ძირითადი პრობლემა მაინც რჩება გაფორმების პროცედურის ჩატარების დრო.

ერთ-ერთი გამოსავალი ამ დროს არის წინასწარი დეკლარირება. კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ტვირთების ტერმინალში შეყვანა და შემდეგ გადამისამართება საკუთარ საწყობებში. წინასწარი დეკლარირება საშუალებას იძლევა საქონელზე გაწეული ხარჯები იყოს უფრო მცირე ვიდრე მიმდინარე შემთხვევაში და ამავდროულად უფრო ეფექტური და მომგებიანი იმპორტიორისთვის.

Continue reading “გამარტივებული საბაჟო დეკლარირება”

გამარტივებული საბაჟო დეკლარირება

კინო მიმოხილვა: Layer Cake | ფენოვანი ნამცხვარი IMDB 7.4/10

ფილმი წარმატებულ ნარკო-დილერზეა, რომელმაც გადაწყვიტა ამ საქმიდან გასვლა… მაგრამ მანამდე, მან ძველი ნაცნობის დაკარგული ქალიშვილი უნდა მოძებნოს…

ეს არის განმარტება კავკასუსის საიტიდან, თუმცა ფილმის შინაარსი გაცილებით საინტერესოა. მათ ვინც არ იცით როგორ გაატაროთ საღამო, გირჩევდით იხილოთ ეს ფილმი და ისიამოვნოთ.  ფილმი არ არის ტრადიციული ჰოლივუდის ისტორია, რომელშიც ყველაფერი სტანდარტულად ვითარდება რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. თუ არ გსურთ პირველივე 5 წუთში იცოდეთ რით დამთავრდება ფილმი, მაშინ გირჩევთ უყუროთ.

გადმოსაწერი ბმულები – GOL.GE

IMDB 7.4/10

კინო მიმოხილვა: Layer Cake | ფენოვანი ნამცხვარი IMDB 7.4/10

Free Hugs – უფასო ჩახუტება!

კამპანია უფასო ჩახუტება სოციალური მოძრაობაა რომელიც წამოიწყო ჯუან მანნ-მა (ფსევდონიმი). კამპანია პოპულარული გახდა 2006 წელს Youtube-ზე განთავსებული ვიდეოს (Free Hugs Video) შემდეგ.  ვიდეო 60 000 000 ნახეს.  დღესაც ჩვენთან ადამიანებს ძალიან უჭირთ გრძნობის გამოხატვა და მათთვის ჩახუტებაც კი დიდი ძალისხმევით არის მისაღწევი. თვითონ ავტორი იხსენებს როგორ დაიწყო ყველაფერი:

(სრულყოფილი ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძრაობის გვერდზე)

“ლონდონში ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი სიდნეიში. რაც მქონდა იყო ტანსაცმლით სავსე ჩანთა და სავსე პრობლემები. არავინ იყო ვისაც უხაროდა ჩემი დაბრუნება, არსად შემეძლო დარეკვა და შეიძლება ითქვას ტურისტი ვიყავი საკუთარ ქალაქში. ჩამომსვლელთა ტერმინალში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ხვდებოდნენ და ეხუტებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, მინდოდა რომ ვინმე ჩემს შესახვედრადაც ყოფილიყო იქ, გაეღიმა ჩემთვის და ჩამხუტებოდა.

ამ დროს ავიღე ქაღალდი, მარკერი და გავუკეთე წარწერა. გავედი ყველაზე დაკავებულ უბანში ჩემი ქაღალდით რომელზეც ორივე მხრიდან ეწერა უფასო ჩახუტება და დავდექი. დაახლოებით 15 წუთში მომიახლოვდა ადამიანი, დამადო ხელი მხარზე და დამიწყო იმის მოყოლა თუ რა მძიმე იყო მისი ცხოვრება. როგორ დაკარგა შვილი ავტოკატასტროფის შედეგად, როგორ მარტოსულად გრძნობდა თავს დროდადრო და როგორი მძიმე იყო მისი ცხოვრება.

მოვიყარე ერთი მუხლი მის წინაშე, შემოვხვიეთ ერთმანეთს ხელები და ჩავეხუტეთ. ის იღიმებოდა.

ყველას გვაქვს პრობლემები და უდაოა რომ ჩემი პრობლემები მის პრობლემებთან ვერც მივიდოდა, მაგრამ როდესაც ხედავ ტანჯულ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც იღიმება, ეს ყველა გრძნობაზე მეტია. ”

საქართველოში არსებობს პატივისცემის დღე, რომელმაც ვერ მოიპოვა პოპულარობა, არაოფიციალური პატივისცემის დღე თუ დაინტერესდებით გაეცანით. პატივისცემის  გვერდი პირწიგნაკზე.

Free Hugs – უფასო ჩახუტება!

არქივატორები და ქართული თუ უცხოური ვარეზ საიტები

ჯერ იმით დავიწყოთ (თუ არ იცით რა არის არქივატორი), რომ ეს არის პროგრამა რომელიც უზრუნველჰყობს ფაილების შეკუმშვის პროცესს, რითიც ფაილი მცირდება ზომაში და ნაკლებ ადგილს იკავებს. დღეს მისი ფუნქცია უფრო ფაილების გაერთიანება გახდა ვიდრე შეკუმშვა გამომდინარე იქიდან, რომ მყარ დისკზე ადგილი აღარავის უჭირს, თუმცა აქ საქმე სხვარამეშია. უკვე დიდი ხანია დავაკირდი რომ საიტების 99% რომლებიდანაც შესაძლებელია მსგავსი არქივატორის გადმოწერა იძლევა ამ პროგრამას უკვე დაარქივებულს, რის გამოც შეუძლებელია მისი გახსნა. ვერაფრით ვერ მივხვდი რა ლოგიკა დევს ამის უკან, როცა გაძლევენ პროგრამას რომელსაც ვერ გამოიყენებ. ეს იგივეა სეიფის გასაღები თვითონ სეიფში იდოს, ხოლო სეიფი თავისთავად დაკეტილი იყოს?!

არქივატორები და ქართული თუ უცხოური ვარეზ საიტები

ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, „აგრესიულო ლიბერალებო“… შეერთდით!

ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი და იმედი მაქვს თქვენთვისაც იქნება საინტერესო.
საიტის ორიგინალი მისამართია: http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12255

ერთხელ, როდესაც ჩემს ლაბორატორიაში მივდიოდი (ბუკოვსკი ნეიროფიზიოლოგია) ორი გოგონა კიბეზე ჩამოდიოდა, ოდნავ შევყოვნდი იმისთვის, რომ მათთვის კარი ღიად დამეჭირა. გოგონებმა შემომხედეს და ზიზღით თქვეს: ”მამაკაცური შოვინისტი ღორი”. მე ვერაფერს მივხვდი და გაკვირვებული დავრჩი. როდესაც ეს ამბავი კოლეგებს მოვუყევი მათ გაიცინეს და მითხრეს. ისინი ბერკლის უნივერსიტეტიდან არიან, იქიდან მოდის ყველა მემარცხენე-რადიკალური მიმდინარეობა. ეს ახალი მოდა-ფემინიზმია. ეს ქალბატონები თვლიან, რომ, როდესაც ჩვენ მათ ისე ვექცევით, როგორც ქალებს, მათ ვამცირებთ.

Continue reading “ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, „აგრესიულო ლიბერალებო“… შეერთდით!”

ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, „აგრესიულო ლიბერალებო“… შეერთდით!

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

მაქსიმალურად მოკლედ რომ ვისაუბროთ, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება, კერძოდ კი საუბარია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომლის კონკურენტული წინადადებების  არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდება.  სახელმწიფომ საავადმყოფოების ფასადური რემონტის და რეაბილიტაციის სამუშაოების შემდეგ, რომლის სამწუხარო მაგალითია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიიჩნია, რომ მათ მიერ დახარჯული ენერგია და ფულადი სახსრები არ იქნებოდა საკმარისი საავადმყოფოების მისახედად, ამიტომ მათი გაყიდვა დაისახა მიზნად. ჭკვიანი ბიზნესმენი, როგორიც მაგალითად   ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძეა მყისიერად მიხვდებოდა თუ რა უპირატესობა შეიძლება მოიპოვო, როდესაც შენს ხელში ხვდება მთლიანი ჯაჭვი და არა მხოლოდ რამდენიმე რგოლი.

Continue reading “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები”

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები