საფოსტო გზავნილები & აქციზური ტვირთი.

საფოსტო გზავნილებით პროდუქციის მიღების მოყვარულებმა გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ფოსტით ალკოჰოლური და სხვა აქციზური ტვირთის მიღება. იძულებული გახდებით ტვირთზე უარი თქვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ. მე უკვე შემემთხვა მსგავსი  რამ, როდესაც 2 ბოთლი არაყი გამომიგზავნეს და ბევრი ბრძოლის მიუხედავად იძულებული გავხდი უარი მეთქვა ტვირთზე და განცხადებით გადამეცა სახელმწიფოსთვის.

Advertisements
საფოსტო გზავნილები & აქციზური ტვირთი.

კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟოს ტერიტორიაზე ბრძოლა ყველა საკითხზეა საჭირო, მხოლოდ იურისტის ყოლა სამსახურში არ გიშველით. ამიტომ უნდა იცოდეთ ყველა ის მუხლი რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული შესყიდვებთან.  აი ერთი საკითხი, რომელზეც ხშირად ხდება დავა:

მუხლი 42. ტვირთის გადაზიდვა

  1. გადასაზიდი ტვირთის მასა და მისი ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ზღვარს.

მიუხედავად ამისა, ხშირია კამათი, რომ ფიქსირებულ წონაზე დავობს საბაჟოს თანამშრომელი, რადგან უმეტესობას არ აქვს ეს მუხლი წაკითხული.  კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წარვუდგინე შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, მაქსიმალური დატვირთვის შესახებ, მაინც უარი მითხრეს ავტომობილის დატვირთვაზე და მაიძულებდნენ ეგრეთწოდებული “პერეტარკა” (ტვირთის ნაწილის გადატანა სხვა ავტომობილში) გამეკეთებინა.

ეს მუხლი დაგჭირდებათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ შემდეგ  ინსტრუქციას

საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

თავი III. საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების  ოპერაციის განხორციელება

მუხლი 56.
დაუშვებელია ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დარღვევით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გატარება. დატვირთვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონით ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”.

დღეისათვის სიტუაცია უფრო შეიცვალა და გართულდა. ყველა ქალაქში შემოსასვლელ გზაზე პატრული დგას, რომელსაც აქვს მობილური სასწორები.  ერთის მხრივ ეს სწორია, რადგან გზა არ უნდა გაფუჭდეს, თუმცა მეორეს მხრივ ესეც გამოიწვევს პროდუქციის ღირებულების ზრდას.

კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ