მოზღვავებული საქონლის დასაწყობება

ძირითადი პრობლემა, რასაც შესყიდვების სამსახური აწყდება ეს – ტრანსპორტია. ტრანსპორტირებას ლომის წილი უჭირავს პროდუქციის თვითღირებულებაში, თუმცა ამაში ახალი არაფერი არ არის. მოგვიანებით მე დავუბრუნდები უშუალოდ ტრანსპორტის საკითხებს, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს, რომლებიც ჩნდება დაულაგებელი მოწოდების პერიოდში. ყველაზე ხშირად პრობლემა ჩნდება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მომავალი გაყინული საქონელი იკრიბება გარდამავალ პორტებში და შემდეგ ერთდროულად მიდის დანიშნულების ადგილზე, თუმცა ამ დროს ტვირთის მეპატრონე, იმ მიზეზით, რომ ვერ უზრუნველჰყოფს საქონლის გაზრდილი რაოდენობით რეალიზაციას რამდენიმე პრობლემას აწყდება, კერძოდ:

  1. გადასახდელია თანხები ტვირთის მისაღებად (Outstanding იგივე Balance Payment)
  2. არ არის საკმარისი სასაწყობო მეურნეობა საქონლის შესანახად
  3. არასაკმარისი ფინანსური რესურსი სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისთვის (საბაჟო გადასახადი, დღგ, აქციზი და ა.შ. )

ყველაფერი ეს მთლიანობაში გვაძლევს არასახარბიელო სურათს. ყველა სამსახური ამ მომენტში ცდილობს თავისი წილი პრობლემა გადაჭრას, თუმცა  ძირითადი დარტყმა თქვენზე წამოვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული კრიზისის მართვის მენეჯმენტით, თუმცა ჩვენთან მას დიდად დაფასება არ გააჩნია და არც სათანადო მასალები არ არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთან. როდესაც საუბარია “კონვერტში” შენახულ გეგმაზე, რომელიც უნდა გაიხსნას განსაკუთრებულად მძიმე დროს  ბევრს ეცინება და მათში იუმორს იწვევს, თუმცა ალბათ გაცვეთილი სიტყვები “იცინის ის ვინც ბოლო იცინის”  (ძალიან კი გაცვდა ეს ფრაზა) ამ შემთხვევას მოუხდება, თუ თქვენ მსგავსი სიტუაციისთვის შემონახულ გეგმას გამოიყენებთ  და თან ჭკვიანურად წარმატებას უნდა მიაღწიოთ.

ნაცვლად იმისა, რომ რჩევა დარიგებები დაგიწყოთ, პირდაპირ ჩემს მოდელს შემოგთავაზებთ და იმედი მაქვს გამოცდილი ადამიანები გაუმჯობესებასაც შეიტანთ, რომელსაც მეც გამიზიარებთ:

იმ შემთხვევაში თუ თქვენ, როგორც იმპორტიორი იყენებთ “გარე/იჯარით აღებულ საწყობებს”  ნაცვლად ჩვეულებრივი საწყობისა, აიღეთ “საბაჟო საწყობი (ღია ან დახურული) და დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან დახურული)”.

ნებადართული საწყობების სია შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე: (http://www.mof.ge/2915)

გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ საქონელი მსგავს საწყობში შეინახოთ, არის კიდევ ერთი დადებითი მხარე, კერძოდ, თუ თქვენი საქონლის ბრუნვა 90 დღეზე ნაკლებია მაშინ შეგიძლიათ განბაჟებული საქონელიც საბაჟო საწყობში შეინახოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: თავი XII. სხვა საბაჟო პროცედურები

მუხლი 61. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის დადგენილი ვადები. (მთლიანად მუხლი შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე: http://www.mof.ge/default.aspx?sec_id=2252&lang=1 )

4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე. (26.12.2008. N872 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)

ყველაფერთან ერთად იმის აღნიშვნასაც გავაკეთებ, რომ მსგავს შემთხვევაში მარტივია ტვირთის ნაწილობრივ საიმპორტო რეჟიმში გადაყვანა, ანუ ჩვენებურად: განვაბაჟოთ იმდენი მთლიანი ტვირთიდან რამდენიც გვინდა, ხოლო დანარჩენი განუბაჟებელი შევინახოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ კომპანიის ბრუნვა დიდია, ხოლო შესაბამისი მუშაობა ხორციელდება სხვადასხვა პროგრამებით, ამ შემთხვევაში შეკვეთებების ნაწილობრივი მიღება დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ზედმეტად ტექნიკური ნაწილია, რომელზეც არ ღირს ჩაღრმავება.

P.S.  გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი საწყობები საკმაოდ ხარჯიანია და დიდ მინუსს გააჩენს თქვენს ბიუჯეტში.

მოზღვავებული საქონლის დასაწყობება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s