მოზღვავებული საქონლის დასაწყობება

ძირითადი პრობლემა, რასაც შესყიდვების სამსახური აწყდება ეს – ტრანსპორტია. ტრანსპორტირებას ლომის წილი უჭირავს პროდუქციის თვითღირებულებაში, თუმცა ამაში ახალი არაფერი არ არის. მოგვიანებით მე დავუბრუნდები უშუალოდ ტრანსპორტის საკითხებს, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს, რომლებიც ჩნდება დაულაგებელი მოწოდების პერიოდში. ყველაზე ხშირად პრობლემა ჩნდება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მომავალი გაყინული საქონელი იკრიბება გარდამავალ პორტებში და შემდეგ ერთდროულად მიდის დანიშნულების ადგილზე, თუმცა ამ დროს ტვირთის მეპატრონე, იმ მიზეზით, რომ ვერ უზრუნველჰყოფს საქონლის გაზრდილი რაოდენობით რეალიზაციას რამდენიმე პრობლემას აწყდება, კერძოდ:

  1. გადასახდელია თანხები ტვირთის მისაღებად (Outstanding იგივე Balance Payment)
  2. არ არის საკმარისი სასაწყობო მეურნეობა საქონლის შესანახად
  3. არასაკმარისი ფინანსური რესურსი სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისთვის (საბაჟო გადასახადი, დღგ, აქციზი და ა.შ. )

Continue reading “მოზღვავებული საქონლის დასაწყობება”

მოზღვავებული საქონლის დასაწყობება

ჩემი ბლოგის პირველი ჩანაწერი 2010

ვფიქრობ ბლოგი არ განახლდება ისეთი სიხშირით, როგორც ეს გასულ წლებში იყო. ძირითადად აქცენტი მინდა გავაკეთო იმაზე, რაც მე თვითონ ვიცი ან ავითვისე მუშაობის  პერიოდში.
ძირითადად საუბარი იქნება მენეჯმენტზე და შესყიდვებზე, თუმცა იძულებით რეჟიმში შევეხებით კანონმდებლობას. დროდადრო მათრახს იმ ლაფსუსებს გადავკრავ ზურგზე, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გვხვდება.

ჩემი ბლოგის პირველი ჩანაწერი 2010